გაკვეთილის გეგმა


წრფივი ფუნქცია
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის გვარი,სახელი
თამილა მჭედლიშვილი

საგანი
მათემატიკა

კლასი
VIII

მოსწავლეთა რაოდენობა


თემა
წრფივი ფუნცია

ესგ. სტანდარტი შესაბამისობა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      მოცემული დამოკიდებულებისათვის თვისობრივად და რაოდენობრივად აღწერს, თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მეორის მნიშვნელობაზე; მოყავს მუდმივი და არამუდმივი რაოდენობრივი ცვლილების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან;
·      სიტყვიერად ჩამოყალიბებულ დებულებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისა და მიმართების შესახებ გამოსახავს გრაფიკულად ან ცხრილით და პირიქით – გრაფიკულად ან ცხრილით გამოსახულ დამოკიდებულებას აღწერს სიტყვიერად;



გაკვეთილის მიზანი
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლემ უნდა იცოდეს წრფივი ფუნქციის განსაზღვრება.შეეძლოს წრფივი ფუნციის კერძო მაგალითების მოყვანა, მისი თვისებების დადგენა და გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.

საგაკვეთილო აქტივობები
·         გონებრივი იერიში
·         კითხვა-პასუხი
·         კოგნიტური სქემები
·         ჯგუფური მუშაობა
·         საკლასო მუშაობა


წინა პირობები
მოსწავლემ უნდა იცოდეს რა არის ფუნქცია-ასახვა. ფუნქციის განსაზღვრის არისა და მნიშვნელობათა სიმრავლის დადგენა. იცნობდეს დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემას.შეეძლოს ფუნციის მოცემის ხერხები.

მოსწავლეთა მოტივაცია
ჯგუფში მოსწავლეებს მიცემული აქვთ პრაქტიკული სამუშაო.მასწავლებელთან ერთად შეუძლიათ ისაუბრონ წრფივ ფუნციაზე და მის კავშირზე გარე სამყაროსთან.


ცოდნის გამყარება
მოვახდენ ცოდნის გამყარებას და გაკვეთილზე დასახული მიზნების შესრულებას. მოსწავლეებს მივცემ სპეციალურ დავალებებს, რომლებიც დაეხმარებათ მათ აღნიშნული მასალის უკეთ გააზრებაში.


რესურსები
დაფა, ცარცი, სახაზავი, ფარგალი, მარკერები, სქემები, სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, ი.ს.ტ.-კომპიუტერი, პროექტორი.

მოსწავლეთა ორგანიზება
45 წთ.

საშინაო დავალება
სტანდარტუი დავალების გარდა მივცემ პრაქტიკული ხასიათის დავალებას, შევასრულებთ დლავალებას გასამეორებელი მასალიდან.

მოსწავლეთა შეფასება
მოვახდენ მოსწავლეთა შეფასებას წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით. შეფასება იქნება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი.



თვითშეფასება-რეფლექსია





კ რ ი ტ ე რ ი უ მ ე ბ ი

1-2
3-4
5-6
7-8
9-10

წრფივი ფუნქციების ამოცნობა
არ შეუძლია
ცდილობს
ნაწილობრივ
ამოიცნობს მაგრამ ვერ ხსნის

შეუძლია ასეთი ფუნქციების ამოცნობა განმარტავს, ასაბუთებს.
წეფივი ფუნქციების გრაფიკების აგება
ვერ ახერხებს
ცდილობს
ნაწილობრივ
აგებს, მაგრამ...
აგებს,
გამნარტავს, ასაბუთებს.
თანამშრომლობა (რადგან მუშაობდა წყვილში ან ჯგუფურში)

არ
ხანდახან
მეტწილად
ინდივიდუალურად
აქვს ამბიცია, მაგრამ ცდილობდა თავისი აზრის მოხვევას
თანამშრომლობს, იზიარებს, წარმოადგენს ერთობლივ პოზიციას.
საკლასო ჩართულობა (რადგან იყო აქტივობა კითხვა-პასუხი)

არ
ხანდახან
აქტიურობს, მაგრამ პასუხები არასწორია.
აქტიურია, მაგრამ პასუხები მოიცავს უზუსტობებს
აქტიურია, პასუხები კარგად არის ჩამოყალიბებული ამყარებს არგუმენტებით.
მოსმენა (რადგან იყო მინილექცია)

არ
პერიოდულად
ისმენს, მაგრამ ვერ გადმოსცემს მოსმენისლს.
ისმენს, მაგრამ ვერ აყალიბებს გამართულად.
ისმენს, გადმოსცემს მოსმენილს, აყალიბებს აზრს გამართულად.

No comments:

Post a Comment